26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

სტრასბურგიდან ოფიციალური პასუხი: კახა მიქაიას სარჩელი მიღებულია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქართველოს მოქალაქის, კახა მიქაიას მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი წარმოებაში მიიღო.

სტრასბურგიდან გამოგზავნილი ოფიციალური წერილის თანახმად, განაცხადი სასამართლოს მიერ რეგისტრირებულია და მას შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭა.

სასამართლოს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სარჩელი უკვე შეტანილია ECHR-ის მონაცემთა ბაზაში და საქმის განხილვის პროცედურა ოფიციალურად დაწყებულია.

საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესის შემდგომ ეტაპებზე გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“: „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ დისკუსიისთვის მზად ვართ
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიას დედა სოციალურ ქსელში მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება