სტრასბურგიდან კიდევ ერთ სასირცხვილო გადაწყვეტილებას აიფარებს სახეზე სასამართლო

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი სასამართლოს გადაწყევტილების სტრასბურგში გასაჩივრებას არ გამორიცხავს. დეკანოზს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მოუსაჯა.

„ძალიან მალე ჩვენ მოგვიწევს სტრასბურგში და სტრასბურგიდან კიდევ ერთ სასირცხვილო გადაწყვეტილებას აიფარებს სახეზე სასამართლო, თავისი ხელმძღვანელობით და თავისი ხელისუფლებით. სირცხვილია, კატასტროფაა ასეთი გადაწყვეტილება,“ – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მოტივად შურისძიების დასახელება არასწორია.

„თურმე, ანგარება არ ყოფილა, მაგრამ მკვლელობის მომზადება ყოფილა. საფუძველი, მოტივაცია, არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ბოლოს წამოსცდა მოსამართლეს, რომ თურმე, შურისძიებაო,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზის ადვოკატის განცხადებით, მოსამართლეებს საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისგება მოუწევთ.

„ადრე თუ გვიან, მოვა დრო, რომ ყველა მოსამართლე პასუხისმგებელი უნდა იყოს და ის მოტივაცია და ის სურვილი, რომ მამა გიორგი დაესაჯათ, ეს მათი დასჯა იქნება. მის მიმართ წაყენებული ბრალდება იწყებოდა 16 წლიდან, მაგრამ გამოსავალი ვერაფერი ვერ ნახეს და ჩამოვიდნენ 9 წლამდე და მუხლის კვალიფიკაციის შეცვლა განახორციელეს,“ – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ადვოკატი – ევროპული კონვენცია გამორიცხავს პირის გადაცემას იმ სახელმწიფოსთვის, სადაც მას შესაძლოა პოლიტიკური დევნა დაემუქროს
შემდეგი სტატიადევნილთა სამინისტრომ ზუგდიდში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო