სტრასბურგი გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და დასჯას ითხოვს

უფლებათა ევროპული სასამართლო გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და საჭიროების შემთხვევაში მათ დასჯას ითხოვს – გადაწყვეტილებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა, ნათქვამია, რომ გამოძიებას სჭირდება მოვლენების სისტემური ანალიზი, პოლიციის მიერ ოპერაციის სამართლებრივი საფუძვლების, დაგეგმვისა და განხორციელების შეფასება და დადგენა ვინ იყო პასუხისმგებელი ოპერაციის კონტროლზე.

“უნდა ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და საჭიროების შემთხვევაში მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით : მათ შორის მაღალი რანგის თანამშრომლები სამართალდამცავ სისტემაში. ასეთ გამოძიებას სჭირდება მოვლენების სისტემური ანალიზი, პოლიციის მიერ ოპერაციის სამართლებრივი საფუძვლების, დაგეგმვისა და განხორციელების შეფასება და დადგენა ვინ იოყო პასუხისმგებელი ოპერაციის კონტროლზე. გამოძიება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ”, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველომ უნდა გადაუხადოს ორ აპლიკატნს თითოს 75 ათასი ევრო, ხოლო ორ სხვა აპლიკანტს თითოეულს 85 ათასი ევრო მატერიალური ზიანის გამო. ასევე საქართველოს დაევალა ყველა აპლიკანტისთვის არამატერიალური ზიანის კომპენსაციისთვის სხვადასხვა ოდენობს თანხის გადახდა, 22 აპლიკანტს ერთად 38 414 ევრო.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ მსახიობი ბაჩო ქაჯაიას საჩივარი წარმოებაში მიიღო
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ “ოცნებას” 26 მოქალაქისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა