სტოლტენბერგმა ვარშავას ნატოს სამიტზე გარდამტეხი ცვლილებები დააანონსა

ნატოს ვარშავას სამიტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ევროპაში ყოფნასთან დაკავშირებით – ასეთი განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა – “პოსლკოე რადიო” ავრცელებს.
მისი თქმით, სამიტზე ძირითადი პოზიციები გაირკვევა იმაზე, როგორ მოხდეს უსაფრთხოების ზომების ახალ სიტუასციასთან ადაპტირება, მათ შორის რუსეთის პოლიტიკის გათვალისწინებით. “ჩვენ ნატოს პოზიციები აღმოსავლეთ ევროპაში უნდა გავაძლიეროთ და ეს მრავალეროვნული მონაწილეობა იქნება. ამდაგვარად, ჩვენ მივცემთ ცხად სიგნალს, რომ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა, სრულიად ნატოზე იქნება თავდასხმა” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილმა ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გახსნა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 53-ე და 54-ე უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს