სტოლტენბერგმა უკრაინა ბაბჩენკოს “მკვლელობის” გამო გააკრიტიკა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მკაცრად გააკრიტიკა რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირება, რომელიც მაისის ბოლოს უკრაინის სპაცსამსაურებმა მოაწყვეს. კიევში ჩატარებული სპეცოპერაცია ნეგატიურად აისახება მოქალაქეების მედიასთან დამოკიდებულებაში – 8 ივნისს ბრიუსელში განაცხადა. “ჩვენ, ყველამ ამოვისუნთქეთ, როცა გავიგეთ, რომ ბაბჩენკო ცოცხალია… მაგრამ ვწუხვარ, რომ ინციდენტის შედეგი იქნება თავისუფალი მედიისადმი ნდობის დაკარგვა და შესაძლებელია, ის პროპაგანდის დასაწყებად გამოყენონ” – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
“თავისუფალი და დამოუკიდეებლი მედია დემოკრატიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მხოლოდ მასმედიას შეუძლია იმის გარანტირება, რომ ჩვენ ფეიკ-ამბების მსხვერპლი არ გავხდებით” – დაამატა იენს სტოლტენბერგმა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანელი გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერაყში დააკავეს
შემდეგი სტატიაგერმანელმა რეპერებმა ოსვენცემი მოინახულეს მას შემდეგ, რაც მათ ანტისემიტიზმში დასდეს ბრალი