სტოლტენბერგმა რუსეთთან ცივ ომზე უარი თქვა

ნატო რუსეთთან ცივი ომისკენ არ მიისწრაფვის – ამის შესახებ ვარშავას სამიტის მისადგომებთან ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა – Bild-ი წერს.
“ცივი ომი – ისტორიაა და ასედაც უნდა დარჩეს” – – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთანავე, მან თქვა, რომ რუსეთის მხრიდან საშიშროება მოდის. “ჩვენ წარმოუდგენელი საშიშროებებისა და სირთულეების წინაშე დავდექით, მათ შორის, რუსეთის მხრიდან, რომელიც მზად არის ძალის გამოყენებით შეცვალოს საზღვრები” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ალიანსს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია. “პირიქით, ჩვენ რუსეთთან კონსტრუქტიული ურთიერთობის დამყარება გვსურს” – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ვიცე-კანცლერის განცხადებით, ბრიტანელ ახალგაზრდებს გერმანული მოქალაქეობა უნდა მისცენ
შემდეგი სტატიაბაღდადში ტერაქტს 80 ადამიანი ემსხვერპლა