სტოლტენბერგმა რუსეთის უკანასკნელ შანსზე ისაუბრა

საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების ირგვლივ მიმდინარე დავაში “მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს უკანასკნელი შანსი აქვს”, რომლის გამოყენებისკენ მოუწოდა ნატომ მოსკოვს დასული წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე” – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 4 იანვარს გერმანულ dpa-ს განუცხადა.
“თუკი რუსეთი ისევ არ დაიცავს ხელშეკრულებას, მაშინ, ჩვენ დიდი პრობლემა წარმოგვექმნება. ახლა ევროპაში არ არის ამერიკის ფრთიანი რაკეტები, მაგრამ არის რუსეთის ფრთიანი რაკეტები. რაკეტა SSC-8 (იგივე 9М729) შესაძლებელია ბირთვული ქობინებით იყოს აღჭურვილი და მას ევროპულ ქალაქებამდე შეუძლია წვდომა” – სტოლტენბერგმა თქვა. მან უარი განაცხადა აეხსნა ნატოს შესაძლო მოქმედებები იმ შემთხვევისთვის, თუკი რუსეთი აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. სტოლტენბერგმა მხოლოდ თქვა, რომ “ეს იქნება ნატოს თანამედროვე გადაწყვეტილება” – “დოიჩე ველე” წერს.

აშშ შეთანხმებიდან გამოვა, თუკი რუსეთის ფედერაცია აღებულ პასუხისმგებლობას არ შეასრულებს მომდევნო 60 დღის მანძილზე – აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 4 დეკემბერს ბრიუსელში, ნატოს სამიტზე თქვა. ალიანსმა მაშინ რუსეთს მოუწოდა “დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების შესრულებას”.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს განცხადებას დაუსაბუთებელი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიამერიკის დელეგაცია ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებზე მიდის
შემდეგი სტატიაჩინეთის მოსახლეობა 1,27 მილიონით შემცირდა