სტოლტენბერგმა რუსეთის მიერ 20 დამატებითი დანაყოფის შექმნაზე კომენტარი გააკეთა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის ძალების მაღალი მზადყოფნა უგამონაკლისოდ თავდაცვითი მიზნებისკენ არის მიმართული – ნატოს ხელმძღვანელმა განაცხადა პრეს-კონფერენციაზე ორშაბათს, მოკავშირეების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რომ დასავლეთის სამხედრო ოლქში დამატებით 20 სამხედრო ბრიგადას შექმნის.

“ის, რასაც ვხედავთ, ეს რუსეთის ფედერაციის მოქმედების მოდელია, რომლის ფარგლებშიც რუსეთმა უკანასკნელ ხანებში ძლიერი ინვესტირება გააკეთა ახალ სამხედრო შესაძლებლობებში. მაგრამ არა მხოლოდ ეს. რუსეთი მზად იყო მეზობლების წინააღმდეგ სამხედო ძალები გამოეყენებინა. საქართველოში, უკრაინაში დესტაბილიზაციას განაგრძობს დონბასსა და აღმოსავლეთ უკრაინაში… ეს ერთერთი მიზეზია იმისი, თუ რატომ გაზარდა ნატომ უკანასკნელ წლებში საკუთარი ძალები” – სტოლტენბერგმა თქვა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო – ეს პირველ ყოვლისა თავდაცვითი კავშირია, რომელიც მოწოდებულია დაიცვას საკუთარი მოკავშირეები. “ჩვენ ჩვენი მოკავშირეების დაცვის მზაობის დემონსტრირებას ვახდენთ, ასევე, ერთობლივი სწავლებებით. მაგრამ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ თავდაცვის მიზნით კეთდება” – სტოლტენბერგმა თქვა.

ორშაბათს გავრცელდა, რომ რუსეთის ფედერაცია დასავლეთის სამხედრო ოლქში დაახლოებით 20 ახალ სამხედრო შენაერთს შექმნის. მოსკოვმა განაცხადა, რომ ამას ნატოს მოქმედებების პასუხად აკეთებს – რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თქვა, რუსულმა “ტასმა” დაწერა. შოიგუს თქმით, დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით “”სამხედრო საფრთხე ზრდას განაგრძობს”. მისი განმარტებით, ნატოს ქვეყნები, აშშ-ს მეთაურობით საკუთარი სტრატეგიული ავიაციის ინტენსიურ ფრენებს აძლიერებენ, ძლიერდება სამხედრო ხომალდების, ფრთიანი რაკეტების და სამხედრო სწავლებების რაოდენობა.
“ჩვენი დასავლელი კოლეგების მოქმედებები მსოფლიოში უსაფრთხოების სისტემას ანგრევს და იძულებულს გვხდის ადეკვატური ზომები მივიღოთ. ჩვენ ჩვენი სამხედრო ძალების შემადგენლობას მუდმივად ვანახლებთ. წლის ბოლომდე დასავლეთის სამხედრო ოლქში დაახლოებით 20 სამხედრო ნაწილი შეიქმნება” – შოიგუმ თქვა.

banner
წინა სტატიაშიმერკელი და მაკრონი თვლიან, რომ მოკავშირეების თვალთვალი მიუღებელია
შემდეგი სტატიახელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის 40 თანამშრომელი მოიწამლა