სტოლტენბერგმა რომის პაპს უპასუხა: პუტინი არის პასუხისმგებელი უკრაინის ომზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია უკრაინის ომზე.
ამის შესახებ მან კომენტარი გააკეთა რომის პაპ ფრანცისკეს სიტყვებზე, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა „გარკვეული გზით იყოს პროვოცირებული”
“ნატო არის თავდაცვის ალიანსი და ომი უკრაინაში არის პრეზიდენტი პუტინის ომი. ეს არის ომი, რომელიც მან გადაწყვიტა ებრძოლა დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რასაც ნატო მრავალი წლის განმავლობაში აკეთებს არის დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს მხარდაჭერა ევროპა – უკრაინა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მან აღნიშნა, რომ ალიანსი და წევრი ქვეყნები ჩართულია უკრაინელი სამხედროების წვრთნებში, ისინი ეხმარებიან, აძლევენ რჩევებს და შეიარაღებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.
“ეს არავისთვის არ არის საფრთხე. ეს არ არის პროვოკაცია. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაგრძელებთ. ამიტომ, უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ სასტიკ აგრესიაზე პასუხისმგებელნი არიან პრეზიდენტი პუტინი და მოსკოვი”, – განაცახადა ნატოს გენერალური მდივნმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს დიდი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის დაბადების დღეა
შემდეგი სტატიაშეერთებული შტატები არ არწმუნებს უკრაინას რუსეთთან ტერიტორიული დათმობების შესახებ