სტოლტენბერგმა მოსკოვი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე დაპატიჟა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოსკოვს მოუწოდა ნატოს საბჭოსა და რუსეთის სხდომა ჩაატაროს – “Die Welt”-ზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” აქვეყნებს.
“ჩვენ რუსეთის მთავრობა ახალ შეხვედრაზე ერთ წელზე მეტი ხნის წინ დავპატიჟეთ, მაგრამ დადებითი პასუხი არ მიგვიღია” – სტოლტენბერგმა თქვა. მისი განცხადებით, უკვე 19 თვეა ნატოსა და რუსეთს შორის შეხვედრა არ შემდგარა.

“ჩვენ ბევრ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც ნატოსა და რუსეთის საერთო ინტერესებს შეეხება” – გენერალურმა მდივანმა თქვა და დაამატა, რომ ახლა ბურთი მოსკოვის მხარეს არის. “ნატო-რუსეთის ურთიერთობა უკანასკნელ პერიოდში იქამდე დაეცა, რომლის მიღმა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ არ ყოფილა” – ხაზი გაუსვა და დაამატა, რომ დიალოგი დაძაბული ურთიერთობის საუკეთესო გამოსავალია.

სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ მსჯელობის ერთ-ერთი შესაძლო თემა წვრთნების შესახებ ინფორმაციის გაცვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ “შესაძლო გაურკვევლობა და ესკალაცია” თავიდან იქნეს აცილებული. მეორე თემა იქნებოდა ორივე მხარიდან სამხედრო აქტიურობებში “საკმარისი გამჭვირვალობის” შეტანა, რომ განუსაზღვრელი გართულებები აიცილონ თავიდან.

ნატო-რუსეთის უკანასკნელი საბჭო 2019 წლის ივნისში ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში აუშვიცის ერთ-ერთი უკაანსკნელი საბჭოთა მებრძოლის გარდაცვალებას გლოვობენ
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის ანგარიში – რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან და საქართველოს მიერ განხორციელებულ სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები აქტიურად არის დასმული ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე