სტოლტენბერგმა ახალ რუსულ რაკეტას სტაბილურობის საფრთხე უწოდა

ახალი რუსული სარაკეტო სისტემა SSC-8 “ევროატლანტიკური რეგიონის სტრატეგიული სტაბილურობისთვის” სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს – ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. “ეს რაკეტები მობილურია. მათი აღმოჩენა რთულია. მათ შეუძლიათ ბირთვული ნივთიერების მატარებლები იყვნენ. და შეუძლიათ ევროპის ქალაქებამდე მიაღწიონ, მაგალითად, ბერლინამდე” – 12 ნოემებრს ბერლინში გამართულ კონფერენციაზე თქვა.
საუბარია “ნოვატორზე” საკოდო ნომრით 9M729, ნატოს აღრიცხვით – SSC-8- ზე.

ამ რაკეტების გამოჩენა ეჭვქვეშ აყენებს მცირე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიაციის შესახებ ხელშეკრულებას და ბირთვული კონფლიქტის ზღვარს დაბლა სწევს – სტოლტენბერგი თვლის – წერს “დოიჩე ველე”. მან მოსკოვს მოუწოდა დაიცვას ხელშეკრულება და ვაშინგტონთან “კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდეს”. “აშშ ხელშეკრულებას სრულად იცავს” – ხაზგასმით აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა “ადამიანი-ობობას” შემქმნელი
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას დღიურ ნახევარ მილიონ ბარელამდე შეამცირებს