სტოლტენბერგის ვიზიტზე დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც წვრთნებ “ნატო-საქართველო 2019”-სა და საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ეხება.

გავრცელებული განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთი საქართველო-ნატოს ერთობლივ წვრთნებს აფასებს, როგორს ეროვნული უსაფრთხოებისათვის ღია გამოწვევას. “თბილისსა და ბრიუსელს მოვუწოდებთ გაიაზრონ ამ საკუთარი სამხედრო ამბიციების ღია დემონსტრირება” – ნათქვამია განცხადებაში.
“საქართველოს დასავლელი პარტნიორების განცხადებები საკუთარი კლიენტის მხარდასაჭერად, ალბათ, არავის გააკვირვებს – ეს დიდი ხანია ვაშინგტონისა და ბრიუსელის პროპაგანდისტული რიტორიკის ნაწილი გახდა. ამავე დროს, მსგავსი რიტუალური განცხადებები, საერთაშორისო პლათფორმებზე ქართული პოლიტიზირებული რეზოლუციების მხარდაჭერა და ნატოსთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა, ქართველ ხელისუფლებში მომატებულ მოლოდინს აჩენს, კვებავს სამხედრო განწყობას, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის ძალისხმევას ხელს უშლის” – ნათქვამია განცხადებაში. სადაც, ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ დეკლარირებული “მშვიდობისმყოფელობა” და “კეთილგანწყობა”, რომელიც საქართველოს ოფიციალური პირებისგან ისმის, სულ უფრო საეჭვო ხდება და “სრულიად გაუგებარია, რომელ “უსაფრთხოების საშიშროებაზე” აპირებს საქართველო თავის დასავლელ მეგობრებთან ერთად რეაგირებას” – წერია განცხადებაში, სადაც იმედს იტოვებენ, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობის პროცესი ჟენევის დისკუსიებზე სერიოზული განხილვის საგანი გახდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ექვს რეგიონში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მზაობა შეამოწმეს
შემდეგი სტატიაერდოღანის თქმით, სოფიის მუზეუმი, შესაძლოა, ისევ მეჩეთად გადააკეთონ