სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის საზღვართან ათობით ათასი რუსი სამხედრო რჩება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის საზღვართან ათობით ათასი რუსი სამხედრო რჩება. ამის შესახებ მან ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ ვიხილეთ რუსეთის ქვედანაყოფების რაოდენობის გარკვეული შემცირება, თუმცა ათობით ათასი კვლავ რჩება, ასევე ვხედავთ, რომ რუსეთი ინარჩუნებს ბევრ იარაღს და აღჭურვილობას. ისინი ასევე აწესებენ შეზღუდვებს შავ ზღვაში, მათ შორის ქერჩის სრუტიდან აზოვის ზღვაზე წვდომას ზღუდავენ. ამიტომ ნატო-მ უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე და ყურადღებით დააკვირდეს მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: ნათელი მოეფინა საიდუმლოს, თუ რა იყო დაშიფრული სიტყვაში “გულთგონთხართა?”
შემდეგი სტატიაკორძაია: მელია მზად არის, ითანამშრომლოს ყველასთან, რომ არჩევნებზე “ოცნებამ” 43% ვერ მიიღოს