სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს ქვეყნები ვაშინგტონის სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვან პაკეტზე შეთანხმდებიან

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა იქნება ყველაზე გადაუდებელი პრიორიტეტი მომავალ კვირას აშშ-ში ნატოს სამიტზე.

„ველოდები, რომ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები შეთანხმდებიან უკრაინისთვის მნიშვნელოვან პაკეტზე “, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგს მოლოდინი აქვს, რომ მოკავშირეები უკრაინას უფრო მეტ მყისიერ სამხედრო დახმარებას გაუწევენ.

კერძოდ: უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები და გაძლიერებული სამხედრო თავსებადობა.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ყველა ეს ელემენტი წარმოადგენს ნატოში გაწევრიანების ხიდს.

„უკრაინა უახლოვდება ნატოს,” – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატოს სამიტი

შეგახსენებთ, რომ 9-11 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს სამიტი გაიმართება.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სამიტზე უსაფრთხოების კიდევ ერთ შეთანხმებას მოაწერს ხელს.

banner
წინა სტატიაშიოლაფ შოლცი – ვიქტორ ორბანი პუტინს სტუმრობს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, საგარეო პოლიტიკაში ევროპული საბჭოს წარმომადგენელია შარლ მიშელი
შემდეგი სტატიასოხუმში არარატ მირზოიანის განცხადებას აპროტესტებენ