სტოლტენბერგი – უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს, რათა რუსეთის სასტიკ შეჭრას წინააღმდეგობა გაუწიოს

უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს, რათა რუსეთის სასტიკ შეჭრას წინააღმდეგობა გაუწიოს, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, 15 ივნისს ნატო-ს შტაბბინაში უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.

„ეს არის ფორმატი, რომელიც რამდენიმე თვის წინ რამშტეინის ბაზაზე დაარსდა. ეს ჯგუფი რეგულარულად იკრიბება ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რათა უზრუნველყონ სხვადასხვა ტიპის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე იარაღი უკრაინისთვის. ისინი მთლიანად მასზე არიან დამოკიდებულები, რომ შეძლონ რუსეთის სასტიკი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში უჭერენ მხარს. 2014 წლიდან მათ გაწვრთნეს და აღჭურვეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი, რომლებიც ახლა ფრონტზე არიან და ებრძვიან პუტინის სასტიკ შეჭრას.

„არ არსებობს იმის პროგნოზირება, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, რომ დახმარება დიდი ხნით გავუწიოთ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება – გერმანიის პოლიტიკური წრეები ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან