სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა – ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის რეფორმები, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ნატო დაფუძნებულია ღირებულებებზე – დემოკრატია, კანონის უზენაესობა – და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიმედვედევმა 7 პუნქტიანი “მშვიდობის ფორმულა” შეადგინა
შემდეგი სტატიაბელგოროდში განგაშის სიგნალი და აფეთქებებია