სტოლტენბერგი – თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას თბილად მიესალმებიან ნატო-ში

ფინეთი არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, მწიფე დემოკრატია, მას თბილად მიესალმებიან ნატოში, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო სრულად პატივს სცემს. თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას თბილად მიესალმებიან ნატო-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ფინეთი ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.

„ფინეთი არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, მწიფე დემოკრატია, ევროკავშირის წევრი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, – დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთის გაწევრიანება ნატოში აჩვენებს, რომ “ნატოს კარი ღიაა და რომ ფინეთი თავად წყვეტს თავის მომავალს”.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – მივესალმებით ფინეთის მზადყოფნას ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებაზე
შემდეგი სტატიაპესკოვი – ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს