სტოლტენბერგი: “შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი გახდება

“შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი გახდება… ეს ყველას გაგვაძლიერებს”, – ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში წერს და უნგრეთის პარლამენტის მიერ შვედეთის ალიანსში გაწევრიანებისთვის მხარის დაჭერას ეხმაურება.

“მივესალმები უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების თაობაზე. ახლა, როდესაც ეს ყველა მოკავშირემ დაამტკიცა, შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი გახდება. შვედეთის წევრობა ჩვენ ყველას გაგვაძლიერებს და უსაფრთხოს გაგვხდის”, – დაწერა მან.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს
შემდეგი სტატიაგია ხარჩილავა: “ორივე დაკავებული დიდი ხნის თანამშრომელია. აქ დამხვდნენ საკუთარი გამოცდილებებით… დაინტერესებული ვართ, რა მოხდა”