სტოლტენბერგი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციები უნდა შენარჩუნდეს.
“ჩემი შეფასებით, არ ღირს ეკონომიკური სანქციების მოხსნა სანამ რუსეთი თავის დამოკიდებულებას არ შეცვლის. ვთვლი, რომ ამ თემაზე ევროკავშირში ფართო კონსესუსია” – განაცხადა სტოლტენბერგმა “როიტერსთან” ინტერვიუში.

გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა თანდათან უნდა დაიწყოს რუსეთისათვის სანქციების მოხსნა: “როცა საქმე სანქციებამდე მიდის, გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ… ჩემთვის “გონივრულად” ნიშნავს- თუკი პროგრესი იქნება მიღწეული – ახლა ეს არ არის და ჩვენ შეგვიძლია სანქციების თანდათან მოხსნაზე ვიფიქროთ”- განაცხადა შტაინმაიერმა.

banner
წინა სტატიაშისოფელ აფენის მოსახლეობა გამგებლის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიაჯოზეფ დოლი საქართველოს მთავრობას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს