სტოლტენბერგი: რუსეთის ფედერაციას რეგიონში ნებისმიერი ტიპის აგრესია “ძვირად დაუჯდება”

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციას რეგიონში ნებისმიერი ტიპის აგრესია “ძვირად დაუჯდება”.

როგორც მან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველომ და უკრაინამ მოკავშირეები თავად უნდა აირჩიონ​, რუსეთს კი უფლება არ აქვს, ამ ორი ქვეყნის არჩევანზე რაიმე გავლენა მოახდინოს.

“ჩვენ საქართველოს მჭიდრო პარტნიორები ვართ და საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. მოკავშირეებმა რიგაში მტკიცედ დაადასტურეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ურყევია. ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, დათმოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები და გაიყვანოს სამხედრო ძალები.

დღეს ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არსებობის და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. ვთანხმდებით, რომ ნატო ფხიზლად იქნება და რეგიონში ესკალაციას თავიდან აიცილებს. რუსეთს რეგიონში ნებისმიერი აგრესია ძვირად დაუჯდება. საქართველოს და უკრაინას უფლება აქვთ, თვითონ აირჩიონ თავიანთი მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება, რომ ამ ორი ქვეყნის არჩევანზე რაიმე გავლენა მოახდინოს. ევროპაში ჩვენ ვგრძნობთ, რომ ორივე ქვეყანა ისტორიის ნაწილია”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო პარტნიორებისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების უზრუნველყოფას გააგრძელებს: “ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობები განვამტკიცოთ საზღვაო მიმართულებით და ინფორმაციის გაზიარების კუთხით”.

banner
წინა სტატიაში„არ მაქვს საფუძველი ოპტიმიზმის,ვიფიქრო რომ საყოველთაო შერიგების პროცესი არ გადაიქცევა სიმულაციად და დეკორაციად“ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- როგორც ბრძოლაში გამოწრთობილი პარტნიორი ქვეყანა, მოუთმენლად ველით ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ნატოს წევრობა