სტოლტენბერგი: რუსეთ-ნატოს შეხვედრაზე სიახლეები არ მომხდარა

stolნატოს ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთ-ნატოს შეხვედრის დასრულებისას განაცხადა, რომ პოზიციების დაახლოება არ მომხდარა.
შეხვედრის კომენტირებისას სტოლტენბერგმა შეხვედრას “სასარგებლო” უწოდა, განხილვებს კი “გულწრფელი და ღია”, თუმცა, განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში ყოფნა ძველებურად განხილვის მთავარი საგანია და ამ კუთხით პოზიციების დაახლოება არ მომხდარა.

სტოლტენბერგმა ასევე რუსეთის წინადადება ახსენა ბალტიის ზღვასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, საუბარია სამხედრო თვითმფრინავებზე, რომელზეც უკვე ისაუბრა ვლადიმირ პუტინმა – “ბიბისი” წერს.
სტოლტენბერგმა შეხვედრას “შემდგარი” უწოდა და თქვა, რომ მან აჩვენა, რომ მხარეეებს შორის დიალოგი გრძელდება.

დამკვირვებლების აზრით, რუსეთ-ალიანსის ურთიერთობები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ გაფუჭდა – “ბიბისი” წერს.
მოსკოვის თქმით, ნატოს მთავარი შეცდომა ალიანსის გაფართოებაა, რომლის შედეგადაც ნატო ბალტიის ქვეყნებში შევიდა, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ. საუბარია, ასევე პოლონეთზე, ჩეხეთზე, სლოვაკეთსა და ვარშავას შეთანხმების სხვა ქვეყნებზე.

banner
წინა სტატიაშიტრამპა მოსამართლეს, რომელმაც ის გააკრიტიკა, გადადგომისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაპენტაგონმა ავღანეთში “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა