NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების უმთავრესი ფაქტორი საერთო მიზანი – მშვიდობის მიღწევაა.
მისი თქმით, ამისთვის ერთადერთი გზაა, პუტინი დაარწმუნონ, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს.
„მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზაა პრეზიდენტ პუტინის დარწმუნება იმაში, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე. ის უნდა დაჯდეს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც უკრაინა ევროპაში წარმოდგენილი იქნება, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა.
პუტინის დასარწმუნებლად, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე, ერთადერთი გზა უკრაინის სამხედრო დახმარებაა“, – აცხადებს სტოლტენბერგი.