სტოლტენბერგი – ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში გაშლილი ხელით შევხვდებით თუ ისინი განაცხადს გააკეთებენ

ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში გაშლილი ხელით შევხვდებით, თუ ისინი განაცხადს გააკეთებენ,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თავად ფინეთისა და შვედეთის გადასაწყვეტია შეიტანენ თუ არა განაცხადს ნატო-ში წევრობაზე.

„თუმცა თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ მათ ნატო-ში გაშლილი ხელით შევხვდებით. ფინეთი და შვედეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი – უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-სთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა
შემდეგი სტატიაივანე ჩხაიძე – ჯანმო აკვირდება მუტაციებს და თვლის, რომ აპრილში ან მაისში პანდემიის დასასრულზე საუბარი ნაადრევია