თავდაცვის სისტემაში მრავალწლიანი ტენდენცია, შემცირებულიყო თავდაცვის ხარჯები, ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც ნატოს წევრი არიან და ასევე კაანდამ, 2015 წლიდან შეწყვიტეს – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა დღეს ყოველწლიური მოხსენების გაკეთებისას. მან წევრ ქვეყნებს მოუწოდა, მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ უდიდესი მოვლენების ფონზე (რომლის ერთ-ერთ მაგალითად მან რუსეთი დაასახელა), თავდაცვის ხარჯები გაზარდონ.
“2015 წელს რუსეთი აგრძელებდა აგრესიას და არაპროგნოზირებად სამხედო პოლიტიკას. მას არ შეუწყვეტია საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის ოკუპირება და ასევე დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერა. რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. რუსეთი არ შედის საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის და საკუთარი მოქმედებებით ბაშარ ასადის რეჟიმს იცავს” – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, უკანასკნელი წლების მანძილზე რუსეთის აქტივობა ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებთან გაიზარდა და ქვეყანამ აჩვენა მზაობა იმისი, რომ ძალას გამოიყენებს საკუთარი მიზნებისათვის. სტოლტენბერგმა მაგალითად ყირიმის ანექსია და 2008 წელს საქართველოში რუსული სამხედრო აგრესია მოიყვანა.
გენერალური მდივნის თქმით, რუსულმა მანიოვრებმა ჯერ არ ნახულ ტემპებს და მასშტაბებს მიაღწიეს ცივი ომის პერიოდიდან. ნატოს მონაცემებით, უკანასკნელი სამი წლის მანძილზე რუსეთმა მინიმუმ 18 დაუგეგმავი სამხედრო სწავლება ჩაატარა, სადაც დაახლოებით 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას. სწავლებები ასევე გამოიყენებოდა სამხედროების მასობრივად გადასაადგილებლად (ყირიმის ანექსიისას).
რუსეთის მოქმედებების გამო ევროატლანტიკურ სივრცეში მდგომარეობა არასტაბილური და არაპროგნოზირებადი რჩება – განაცხადა ალიანსის ხელმძრვანელმა. ნატოს თავდაცვითი ზომები ისევ გაგრძელდება, სანამ საჭირო იქნება- განაცხადა სტოლტენბერგმა. “ნატოს ზომებსა და რუსეთთან თანამშრომლობაში ურთიერთსაწინააღმდეგო არაფერია”- ხაზი გაუსვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.