ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თანამდებობიდან მისი წასვლის შემდეგ მარკ რუტე მოვალეობებს თავს კარგად გაართმევს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ მოხარულია, რადგან ნატო-ს მოკავშირეებმა შეძლეს ალიანსის შემდეგი გენერალური მდივნის კანდიდატურაზე შეთანხმება.
„მარკ რუტე იქნება ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი. მე მას მრავალი წელია, ვიცნობ. მთელი ამ წლების განმავლობაში ის კონსენსუსის მიღწევისადმი თავის შესაძლებლობას აჩვენებდა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.