სტოლტენბერგი – მადლობას ვუხდი საქართველოს ძალისხმევისთვის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გასწია ავღანეთში

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ავღანეთში გაწეული ძალისხმევისთვის.

როგორც სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საქართველომ წვლილი შეიტანა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.

„მე ასევე მადლობას გადავუხდი საქართველოს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან მრავალი წლის განმავლობაში გასწია ავღანეთში. წვლილი შეიტანა საერთაშორისო ტერორიზმთან ჩვენს ბრძოლაში და დაგვეხმარა ათასობით ადამიანის ევაკუაციაში ავღანეთიდან. ჩვენს მისიას ავღანეთში უშედეგოდ არ ჩაუვლია. ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად შევედით და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ ავღანეთიდან ორგანიზებული ტერაქტები არ მომხდარა. ვაგრძელებთ ერთად დგომას, რათა ავღანეთი კვლავ არ გადაიქცეს უსაფრთხო თავშესაფრად საერთაშორისო ტერორისტებისთვის. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლოა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს და მადლობელი ვარ, საქართველოს მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის სხვადასხვა მისიებში“, – განაცხადა სტოლტენბეგრმა.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი – პროკურატურამ და სასამართლომაც უნდა იცოდეს, რომ მოვა დრო, როცა მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება
შემდეგი სტატიაპოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, მიდის ტოტალური შეტევა თავისუფლებაზე – უგულავა გვარამიას პროცესზე