სტოლტენბერგი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ: სარაკეტო შეთანხმებაზე ცვლილებები არ არის

 

რუსეთთან არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის საშუალო და ახლო მანძილის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებისკენ მობრუნებას აპირებს – ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ თქვა. “ჩვენ შეთანხმების გარეშე მშვიდობის დასაგეგმად ვემზადებით. ჩვენ გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით” – სტოლტენბერგმა თქვა, რომელსაც ჟურნალისტი ტერი შულცი “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე ციტირებს.

სტოლტენბერგმა, ასევე, აღნიშნა, რომ რაკეტა 9M729-ის ინსპექცია, რომელსაც რუსეთი ნატოს სთავაზობს, შეთანხმების პირობებს არ შეესაბამება. როგორც ცნობილია, აშშ ზუსტად ამ რაკეტის გამო გავიდა შეთანხმებიდან. თავის მხრივ, რუსეთი ამბობს, რომ აშშ-მ უნდა გაანადგუროს MK-41, რომელიც მას რუმინეთში აქვს დაყენებული და ამით შეთანხმების პირობები დაიცვას.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აპრილში გაიმართება
შემდეგი სტატიაბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც ყირიმში აპირებდა წასვლას, პარტიიდან გარიცხეს