სტოლტენბერგი კიევს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია და უკრაინას დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის დედაქალაქ კიევს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

სტოლტენბერგი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, შემდეგ კი პრესკონფერენცია გამართა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ნატომ სამხედრო კომპანიებთან 2,4 მილიარდი ევროს კონტრაქტები გააფორმა. ამ ფულით უკრაინისთვის ჭურვების და ტყვია-წამლის მიწოდება მოხდება.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ძალები კონტრშეტევის პროცესში პოზიციებს ეტაპობრივად იმყარებენ. ის ასევე რუსული ძალების მიერ უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე განხორციელებულ დარტყმებს გამოეხმაურა. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუმინეთში ჩამოვარდნილი რუსული დრონების განზრახ შეტევის მტკიცებულება არ არსებობს. ამასთანავე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ამ ფაქტს უგუნურობა და დესტაბილიზაციის მცდელობა უწოდა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ რომ დაგვეწესებინა ეროვნული სანქციები რუსეთისთვის, როგორც ეს ლატვიის პრეზიდენტმა თქვა, 10%-იანი ვარდნა გვექნებოდა ქვეყანაში, კოლაფსი იქნებოდა ყველა მიმართულებით – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიალავროვმა რაც თქვა, ფაქტის კონსტანტაციაა, უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა არის რუსეთის გადაწყვეტილება, ჩვენი მთავრობის სახელით არავითარი მოლაპარაკებები არ გამართულა – ღარიბაშვილი