სტოლტენბერგი: “დანებება არ არის მშვიდობა, პუტინმა დაიწყო ეს ომი და შეუძლია დღესვე დაასრულოს”

„დანებება არ არის მშვიდობა. პუტინმა დაიწყო ეს ომი და შეუძლია დღესვე დაასრულოს. უკრაინას არ აქვს ასეთი შესაძლებლობა“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მოკავშირეებს მოუწოდა, გააგრძელონ კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერა.

სტოლტენბერგი ამ განცხადებით სავარაუდოდ რომის პაპის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინას “თეთრი დროშის” აღმართვის “გამბედაობისკენ” მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში, ქართველ კაცს, ცოლის მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაგვარამია: არავისგან დისტანცირებას არ ვაპირებთ