სტოლტენბერგი : ჩვენ გადავწყვიტეთ პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან

newsnews
ავტ.: newsnews აპრილი 2, 2020 21:18

სტოლტენბერგი : ჩვენ გადავწყვიტეთ პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან

ჩვენ გადავწყვიტეთ პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ტელეკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორობა მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში წვრთნებს.

„პარტნიორობის გაღრმავება ასევე მოიცავს ერთობლივ მუშაობას ჰიბრუდული საფრთხეების წინააღმდეგ და საჰაერო მიმოსვლის მონაცემების გაზიარებასაც, რომ გავხადოთ საჰაერო სივრცე ყველასთვის უფრო უსაფრთხო“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია „კოვიდ 19“-ის გამო ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა.

newsnews
ავტ.: newsnews აპრილი 2, 2020 21:18

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics