სტოკჰოლმში შვედეთის მთავრობა უნგრეთის წარმომადგენელს არ შეხვდა

უნგრეთის მთავრობის საერთაშორისო წარმოამდგენელმა ზოლტან კოვაჩმა, რომელიც 26 მარტს სტოკჰოლმში ჩავიდა, თქვა, რომ მას შვედი ჩინოვნიკები არ შეხვდნენ. მან შეხვედრა გამართა შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტთან და ჟურნალისტებთან. კოვაჩის ვიზიტის მიზანი იყო უკანასკნელი ხნის მანძილზე შვედეთის მთავრობისა და ჟურნალისტების მიერ უნგრეთის პოლიტიკის განსაკუთრებული კრიტიკა. ბუდაპეშტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ “შვედეთის მთავრობამ, რომელიც მეტწილი კრიტიკის ინიციატორია, შეხვედრის ინტერესი არ გამოხატა” და დაამატა, რომ შვედეთის პარალმენტის წევრები, სტუდენტები და ჟურნალისტები დათანხმდნენ იმაზე, რომ “მიგრაცია ჩვენი დროის მნიშვნელოვანი ევროპული საკითხია”.

უნგრეთის მთავრობა ევროკავშირში ანტიმიგრაციული მიდგომებით გამოირჩევა.

banner
წინა სტატიაშიკულტურის სამინისტროში ჩემი მოსვლის შემდეგ გადადგმული იყო ნაბიჯები, რომ სიმფონიური ორკესტრის უსახლკარობის პრობლემა მოგვარებულიყო
შემდეგი სტატია“ახალი თაობა” -ზურაბიშვილი და ივანიშვილი “ოცნებას” სიურპრიზს უმზადებენ