სტოკჰოლმის თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ბრალი აღიარა

სტოკჰოლმის თავდასხმაში ეჭვმიტანილმა 39 წლის უზბეკმა რახმატ აკილოვმა დანაშაული აღიარა – მისმა ადვოკატმა განაცხადა. აკილოვმა ბრალი სასამართლო მოსმენაზე აღიარა.

როგორც “ბიბისი” წერს, ეჭვმიტანილი სასამართლო დარბაზში მწვანე ადიალეთი თავშეხვეული შევიდა, რომელიც მან მოსამართლის მოთხოვნის შემდეგ მოიხსნა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი აღიარებს, რომ მან მომარაგების სატვირთო მანქანა გაიტაცა და ტროტუარზე შეგნებულად მოძრაობდა, რომ ხალხი გაეტანა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ათეულობით დაშავდნენ.

სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ აკილოვმა 2016 წელს შვედეთს თავშესაფარი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
უზბეკეთში მას ყავს ცოლი და ოთხი შვილი.

banner
წინა სტატიაშიტრამპის ვაჟიშვილი: სირიაზე დარტყმის გადაწყვეტილებაზე ივანკამ მოახდინა გავლენა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ჩრდილოეთით მიგრანტების ბანაკს ცეცხლი გაუჩნდა