სტოკჰოლმის აეროპორტი აფეთქების საშიშროების გამო ევაკუირებულ იქნა

სტოკჰოლმის აეროპორტი აფეთქების საშიშროების გამო ევაკუირებულ იქნა

სტოკჰოლმის აეროპორტი აფეთქების საშიშროების გამო ევაკუირებულ იქნაშვედეთში აფეთქების საშიშროების გამო სტოკჰოლმის საერთაშორისო აეროპორტის ევაკუაცია მოხდა – ამის შესახებ დღეს გაავრცელა ინფრმაცია აეროპორტის პრეს-სამსახურმა. ერთ-ერთი მგზავრის ბარგის შემოწმებისას ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი იპოვეს – წერს შვედური The Local ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სამართალდამცველების თქმით, ბარგი ეკუთვნოდა ქალბატონს, რომელიც პოლიციასთან თანამშრომლობას მაშინათვე დათანხმდა. ის ამტკიცებს, რომ არ იცის, საიდან შეიძლებოდა მის ჩანთაში ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოჩენილიყო.
შემოწმების დროს ევაკუირებულ იქნა მგზავრების დარბაზი. მიმდინარე მომენტისთვის ის ისევ გახსნილია და აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა თურქული პროდუქციის პირველი პარტია გაანადგურა
შემდეგი სტატიაკემერონი: ევროკავშირის რეფორმების შესახებ შეთანხმება შესაძლებელია თებერვალში გაფორმდეს