სტმბოლის აეროპორტის აფეთქებაზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო პასუხისმგებლობა

სტმბოლის საერთაშორისო აეროპორტის აფეთქებაზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო პასუხისმგებლობა – Reuters-ი იტყობინება. აფეთქება მოხდა, ასევე, აეროპორტთან მდებარე მეტროსთან.

შეგახსენებთ, რომ აეროპორტში დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა – ასეთია უკანასკნელი მონაცემები. რამდენიმე საათის წინ სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტში დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა – Reuters-ი წერს. ასევე აღნიშნავენ, რომ 6 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. .

ადრე გავრცელდა, რომ ორმა თვითმკველლმა-ტერორისტმა თავი კონტროლის გასასვლელთან აიფეთქა.
თვითმხილველების თქმით, ისინი, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი იყვნენ.
თურქეთის პრემიერმა ბილანი იილდირიმმა კრიზისებსი ცენტრი შექმნა დაავალა შესაბამის უწყებებს.
თვითმხილველები 4 შეიარაღებულ ბოევიკზე საუბრობენ, რომლებიც შენობიდან გარბოდნენ – ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სავარაუდოდ, ორი აფეთქება მოხდა და ისმოდა სროლის ხმებიც.

საქართველოს საგარეო უწყების მონაცემებით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
ვრცელდება თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერი +905336903040

banner
წინა სტატიაშიამერიკის ქალაქ დენვერში სროლა მოხდა
შემდეგი სტატიაათათურქის აეროპორტი დღეს დილის 8 საათამდე დაიკეტა