სტივენ ნიქსი: ჩვენ არ გვინდა კიდევ ერთხელ ვიხილოთ 20 ივნისის ღამის მოვლენები

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, ბევრი მიმომხილველი და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელი შეშფოთა. ისინი მთავრობას მოუწოდებენ თავშეკავებისკენ და დემონსტრანტებს აქციების მშვიდობიან წარმართვას ურჩევენ.

საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების დირექტორი, სტივენ ნიქსი, ამბობს რომ ქვეყნისთვის, რომელიც დასავლეთში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, 20 ივნისის ღამის მოვლენების მსგავსი სცენარი მიუღებელი უნდა იყოს.

„ჩვენ გვესმის ქართველი ხალხის განცდები, როცა ოკუპანტი და შემოჭრილი ქვეყანა გზავნის დეპუტატებს მათ პარლამენტში. ეს ქართველი ხალხის არჩეული პარლამენტია, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს. ამ ხალხის დაპატიჟება ვიღაცის მიერ მცარიგათვლა იყო“, – ამბობს ის.​ ნიქსი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აქციას გადამეტებულად უპასუხა. ის მთვრობას დიალოგისკენ მოუწოდებს.

“ამის გადაწვეტის მშვიდობიანი გზა მოლაპარაკებებია. ჩვენ ძალიან მკაცრად ვუდგებით იმ საკითხს, რომ მთავრობას აქვს ვალდებულება და მოვალეობა აქციის მონაწილეებთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკების და იმის მცდელობის, რომ მშვიდობიან გადაწვეტას მიაღწიონ. რაც შეეხებოდა დემონსტრანტებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას, მშვიდობიანად შეიკრიბონ და გააპროტესტონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური და ადამიანის უფლებაა. თუმცა, ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს შეინარჩუნონ მშვიდობიანი და წყნარი გარემო. ასევე, მთავრობამ უნდა აჩვენოს შესაბამისი თავშეკავება, როცა საქმე აქციას ეხება. საქართველო ევროკავშირსა და ნატოში მიისწრაფვის და ჩვენ არ გვინდა, კიდევ ერთხელ ვიხილოთ 20 ივნისის ღამის მოვლენები, რომლის შედეგად ასობით ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში“, – ამბობს ის.

წყარო: ამერიკის ხმა

banner
წინა სტატიაში„არანაირი კომპეტენცია ჩუბინიძეს არ ჰქონდა, თუ სპეცრაზმს აძლევდა დავალებებს ამით პროკურატურტა უნდა დაინტერესდეს” -თენგიზ გუნავა
შემდეგი სტატიადეივიდ კრემერი: სრულიად გასაგებია საქართველოს მოქალაქეების შეშფოთების მიზეზი