25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

სტივენ ჯონსი: ჰარვარდში ქართველოლოგიის პროგრამა სტუდენტების ნაკლებობისა და ბიუროკრატიის გამო დაიხურა

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ფაქტობრივად დაიხურა. პროფესორ სტივენ ჯონსის განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი სტუდენტების არასაკმარისი რაოდენობა, ბიუროკრატიული დაბრკოლებები და ალტერნატიული დაფინანსების უქონლობა გახდა.

პროგრამის ხელმძღვანელმა გამოცემა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ კურსის გაგრძელებისთვის მინიმუმ 10 ჩარიცხული სტუდენტი იყო საჭირო, თუმცა რეალურად მხოლოდ ექვსი დარეგისტრირდა.

„ჰარვარდის ქართული პროგრამა დევისის ცენტრში ფაქტობრივად დაიხურა, თუმცა უნივერსიტეტის სხვა ცენტრებში ვეძებთ ალტერნატივებს. მომდევნო სემესტრში ქართულ სემინარს ჩავატარებთ, მაგრამ პერსპექტივები არასახარბიელოა. ჩვენ ვცადეთ დაფინანსების მოძიება ქართველ ბიზნესმენებსა და ბანკებს შორის, მაგრამ შემოწირულების გაღება არავინ ისურვა“, — განაცხადა სტივენ ჯონსმა.

სამინისტროს პოზიცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პროგრამის დაფინანსება შეაჩერა. უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „პროგრამის ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა“, ვინაიდან ჰარვარდის უნივერსიტეტს შესაბამისი ანგარიშგება არ წარუდგენია.

ცნობისთვის: ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დაარსდა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდი – ხობის გზაზე ავტომობილი დაიწვა
შემდეგი სტატიაუკრაინულმა ძალებმა რუსეთის სიღრმეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ყირიმში აეროდრომს დაარტყეს