სტივ ვიტკოფი – აშშ-ს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის თავდაცვითი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება

აშშ-ს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის თავდაცვითი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი აცხადებს.

ვიტკოფის თქმით, აშშ-ს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება „რაიმე თავდაცვითი მიზნებისთვის, რაც უკრაინელებს სჭირდებოდათ“.

ვიტკოფი აშშ-ის დელეგაციის წევრია, რომელიც ხვალ საუდის არაბეთში უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეხვდება.

„ბევრი დისკუსია გაიმართა. მინდა, ეს პროგრესად შევაფასო“, – განაცხადა ვიტკოფმა „Fox News“-თან ინტერვიუში.

ამასთან, ვიტკოფის თქმით, იმედი აქვს, რომ ამ კვირის შეხვედრების განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაზე: ქართული ოცნების” მორიგი პროპაგანდისტული ტყუილი მათ მიერ გაჩერებული ანაკლიის პროექტის გარშემო
შემდეგი სტატიათეატრალურ უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს