სტივ უიტკოფი – პუტინი მომიყვა, რომ დონალდ ტრამპს როდესაც ესროლეს, ეკლესიაში წავიდა და ლოცულობდა, რადგან ტრამპი მისი მეგობარი იყო

მე არ ვფიქრობ, რომ პუტინი ცუდი ადამიანია, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.

უიტკოფის თქმით, მოსკოვში მეორე ვიზიტის დროს პუტინმა გამოჩენილი რუს მხატვარს პრეზიდენტ ტრამპის პორტრეტი შეუკვეთა და სთხოვა, ტრამპისთვის გადაეცა.

„პუტინი მომიყვა, რომ დონალდ ტრამპს როდესაც ესროლეს, თავის ეკლესიაში წავიდა და ლოცულობდა ტრამპისთვის. არა იმიტომ, რომ ის იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეიძლებოდა გამხდარიყო, არამედ იმიტომ, რომ ტრამპი მისი მეგობარი იყო და მეგობრისთვის ლოცულობდა“, – განაცხადა უიტკოფმა.

უიტკოფმა აღნიშნა, რომ ეს ამბავი დონალდ ტრამპს უამბო და ნახატიც გადასცა.

„მე არ ვფიქრობ, რომ პუტინი ცუდი ადამიანია. ეს რთული სიტუაციაა, ომი და ყველა კომპონენტი, რამაც გამოიწვია ის. საქმე არასდროს არ არის ერთ ადამიანში. ვფიქრობ, ჩვენ გავერკვევით“, – განაცხადა უიტკოფმა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი – რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მთავარი პრობლემა ოთხი რეგიონია, სადაც რეფერენდუმებით ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ რუსეთის მმართველობა სურთ
შემდეგი სტატიატრამპის ადმინისტრაცია 530 000 იმიგრანტს ლეგალურ სტატუსს შეუჩერებს