16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

სტივ უიტკოფი მოლაპარაკებებზე: პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას ვაგრძელებთ

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. ამის შესახებ უიტკოფი სოციალურ ქსელში წერს. 

ამასთან, უიტკოფი რუსეთ-უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლას გამოეხმაურა.

„მიმდინარე კვირაში უკრაინამ და რუსეთმა ჟენევაში სამმხრივი მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე კიდევ ერთხელ განახორციელეს პატიმრების გაცვლა. ეს გაცვლა პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით მიმდინარე ხანგრძლივი და დეტალური სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად მოხდა.

პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას ვაგრძელებთ და ვმუშაობთ სამშვიდობო შეთანხმების შემუშავების მიზნით, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ამ ომს დაასრულებს. მოლაპარაკებები გრძელდება და მომდევნო კვირებში დამატებითი პროგრესია მოსალოდნელი“, – აცხადებს სტივ უიტკოფი.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების კომისია მაუწყებლების წინააღმდეგ კანონის პრაქტიკაში ამოქმედებას აანონსებს
შემდეგი სტატიანაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ