10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

სტივ უიტკოფი: იმედი მაქვს, რუსეთ-უკრაინის ომის გადასაჭრელად გარდამტეხი მომენტი ახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელის, სტივ უიტკოფის განცხადებით, იმედი აქვს, რუსეთ-უკრაინის ომის გადასაჭრელად გარდამტეხი მომენტი ახლოვდება.

სტივ უიტკოფმა დაადასტურა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები მომავალი კვირისთვის გადაიდება. მისი თქმით, ეს ომი უნდა დასრულდეს.

„პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით აგვარებს სხვადასხვა საკითხს. ამ კონკრეტულ ვითარებაში, როგორც მან უკვე თქვა, ამას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ეგონა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ ორივე მხარე უკვე დაიღალა და იმედი მაქვს, გარდამტეხი მომენტის დასაწყისში ვართ“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატიაკშიშტოფ ბრეიზა: ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველ პატრიოტებს და ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე