სტივ უიტკოფი ბერლინში ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შეხვდება

ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს სტივ უიტკოფს შეხვდება.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიღებენ.

როგორც გამოცემა BBC წერს, ტრამპის ადმინისტრაციას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შობის დღესასწაულამდე სურს.

ცნობისთვის, 11 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული “კომპრომისული წინადადება” განმარტა – ზელენსკის თქმით, აშშ-ს მხარე თვლის, რომ უკრაინის სამხედრო ძალებსა და რუსულ სამხედრო ძალებს შორის არსებითი სხვაობა არსებობს, ხოლო აქედან გამომდინარე აშშ უკრაინას “კომპრომისზე” წასვლას სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატთა ასოციაციამ არჩევნების ხმის მთვლელი კომისია დაამტკიცა
შემდეგი სტატიაორი პირის დაჭრასა და ერთის მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა