სტიქიური უბედურებისგან დაზარალებულ გერმანელებს სახლებს მთავრობა აუშენებს

ყველას, ვინს წყალდიდობის გამო სახლები დაკარგა, გერმანიის მთავრობა აუშენებს ახალს. წყალდიდობისგან დაზარალებულ რაიონებში ისევ მიდის სამაშველო სამუშაოები, ჯერჯერობით ცნობილი არ არის საბოლოო გარდაცვილთა რაოდენობა, დათვლილი არ არის ზარალი. 21 ივლისს გერმანიის მთავრობამ დაზარალებულთათვის სასწრაფო დახმარების პროგრამა მიიღო, რომელიც დასაწყისისთვის 200 მილიონ ევროს შეადგენს იმ 200 მილიონთან ერთად, რომელსაც ადგილობრივი მიწების მთავრობები გამოყოფენ. თუმცა, სასწრაფო დახმრების თანხა ბევრად მეტი იქნება, იმდენი, რამდენიც საჭიროა – გერმანიის მთავრობაში განაცხადეს – “დოიჩე ველე” წერს.

სასწრაფო დახმარება მხოლოდ პირველი ეტაპია. ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში, როცა ზარალის მასშტაბები განსაზღვრული იქნება, კანცლერი ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებს შეხვდება, სადაც სტიქიური უნედურების შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენის ფონდის შეხვედრა გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიიტალიის სანაპიროზე სროლის შედეგად ათი პირი დაშავდა
შემდეგი სტატიაFacebook-ზე უნებართვოდ შეღწევა და თანხის დაუფლება – დაკავებულებს ბრალი წარედგინათ