33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

სტიქიით დაზარალებული სოფელ ერისიმედში აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება

სტიქიით დაზარალებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მელიორაციის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით კვინიკაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ, მათი საჭიროებები მოისმინეს და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე განიხილეს სოფელში არსებული მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სტიქიით გამოწვეულმა წყალდიდობამ ერისიმედი მნიშვნელოვნად დააზარალა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და დაზიანდა სოფლის ინფრასტრუქტურა.

ოფიციალური ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან უშუალოდ მოისმინეს არსებული საჭიროებები და დეტალურად ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სოფლის აღდგენისა და განვითარების მიზნით განხორციელდება. შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილ პროექტების შესახებ. მათ შორის, ახალი სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობაზე და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა და ერისიმედის ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი აღდგენა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მათი განცხადებით, დაგეგმილი პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სოფლის უსაფრთხოებისა და განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის.

banner
წინა სტატიაშითიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი – მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას