სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 17, 2018 12:46

სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო

მნიშვნელოვანი

  • როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, დუშეთისთვის, ცაგერისთვის და ლენტეხისთვის თითო მილიონი გამოიყო, მცხეთისთის 800 ათასი, ლანჩხუთისთვის 600 ათასი, თიანეთისთვის კი, 400 ათასი ლარი.

სხვა სტატიები

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განხილული იყო და გამოიყო 4 მილიონ 800 ათასი ლარი იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა.ეს რეგიონებია დუშეთი, ცაგერი, ლენტეხი, მცხეთა, ლანჩხუთი და თიანეთი.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, დუშეთისთვის, ცაგერისთვის და ლენტეხისთვის თითო მილიონი გამოიყო, მცხეთისთის 800 ათასი, ლანჩხუთისთვის 600 ათასი, თიანეთისთვის კი, 400 ათასი ლარი.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო პერიოდში მომხდარი სტიქიების შემდეგ სხვადასხვა რაიონში ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

„ეს არის სტიქიები სამეგრელოში, მარტვილის რაიონში, სენაკის რაიონში და ჭუბერში. ყველგან არის პირველადი დიდი სამუშაოები გაკეთებული – მდინარის კალაპოტში მოქცევა, დროებითი ხიდები, მაგრამ მიმდინარეობს ზარალის დათვლა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 17, 2018 12:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics