სტიქიით დაზარალებულ თელავში ვითარების ადგილზე გასაცნობად კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერები ჩავიდნენ.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან გიორგი სიორიძე, ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და თელავის საკრებულოს წევრი კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოდან“, ლევან ბერძენაშვილი.
როგორც პარტიაში აცხადებენ, კოალიციის წარმომადგენლები დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან, ეცნობიან სტიქიის შედეგად ადგილზე არსებულ პრობლემებსა და მიყენებული ზიანის მასშტაბს. მათი განცხადებით, აუცილებელია შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ოპერატიულად შეაფასონ ზარალი, დროულად უზრუნველყონ დაზარალებული ოჯახების დახმარება და უმოკლეს ვადაში დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები.
„ძლიერი საქართველო- ლელოს“ წარმომადგენლები სტიქიის ზონაში მოსახლეობის გვერდით დარჩებიან და საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებას გაუწევენ.















