სტიქიის შედეგად სოფელი მლაშე გარე სამყაროს მოწყვეტილია

სტიქიის შედეაგდ 15 სოფელია დაზარალებული დუშეთის რაიონში. ყველაზე მეტად დაზარალებულია სოფლები ბაგა და მლაშე. სოფელი მლაშე მოწყვეტილია გარე სამყაროს.

სოფელ ბაგაში კი განადგურებულია საკარმიდამო მიწები და სასოფლო სამეურნეო ნათესები. მოსახლეობას თითქმის მოსავალიო აღარ დარჩა.

ასევე დუშეთის რაიონის 12 სოფელი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი ქვესადგურის წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ და აცხადებენ, რომ საღამომდე მოხდება ელექტროენერგიის აღდგენა.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი, რამაც სატვირთო მანქანების სავალი ნაწილიდან გადასვლა გამოიწვია.

ამ დროისთვის დუშეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური ტექნიკის დახმარებით შეძლო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის აღდგენა. ისინი მთელი დღის განმავლობაში საგზაო დეპარტამენტის წარმომაგენლებთან ერთად გააგრძელებენ მუშობას.

ზარალის შესასწავალდ დილიდან ჩაერთულია სოფლი მეურნეობის სამინისტრო. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ბაზალეთის თემში შემავალ სოფლებში, ზედაპირული დათვალიერებით ნათესები არ არის განადგურებული. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში შეიქმნება სტიქიის შედეგების დამთვლელი კომისია.

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: იდეა არის შემდეგი, რომ თბილისის აეროპორტს დაერქვას რუსთაველის სახელობის აეროპორტი