25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

სტიქიის პრევენცია და უსაფრთხო გადაადგილება – საჩინოში ახალი სახიდე გადასასვლელი კეთდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიური მოვლენების პრევენციისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს. პარალელურად, მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, რეაბილიტაცია უტარდება დროებით სათადარიგო ხიდსაც.

გავრცელებული ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

banner
წინა სტატიაში“SOS! კიდევ ერთხელ, რუსების ახალ შემოსევაზე” – მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს
შემდეგი სტატიავასილი ნებენზია: ევროკავშირის მცდელობები, თბილისი NATO-ში ჩაითრიოს, კარგს არაფერს მოიტანს