სტიქიის დროს დაზიანებული კორპუსების აღდგენით სამუშაოებს გიორგი გახარია და ალექსანდრე მოწერელია გაეცნენ

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი შენგელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში იმყოფებოდნენ.

როგორც ,,თაიმერს”  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს გიორგი გახარიამ და ალექსანდრე მოწერელიამ კიდევ ერთხელ დაათვალიერეს ის სამუშაოები, რაც 30 ნოემბრის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად განხორციელდა. დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებლებმა მთავრობის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს და დასახლებაში არსებულ პრობლებზე ისაუბრეს.

 

საუბარი შეეხებოდა ბუნებრივი აირისა და გზის მოწესრიგების საკითხს, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის პრობლემას. შინაგან საქმეთა მინისტრი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მათ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნენ. სოფელ ოქტომბერში დევნილთა კორპუსებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, 30 ნოემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, ასეულობოთ საცხოვრებელი სახლის და შენობა ნაგებობების გადახურვები დაზიანდა.

banner
წინა სტატიაშიაფეთქების შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ
შემდეგი სტატიაპოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის სამი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი