სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები, “ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენელბი და საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელი კახა ბუხრაძე ესწრებიან.
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები საგანგებო შტაბის წევრებს მათ რაიონებში არსებულ ვითარებას აცნობენ. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი გურასპაშვილის ინფორმაციით, ვითარება რთული რჩება, თუმცა ამ დროისთვის წყლის დონემ ოდნავ დაიწია და სამაშველო სამსახურებმა სტიქიის შედგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყეს.
როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლმა აღნიშნა, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
რაც შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტს, რაიონის ხელმძღვანელის ზაზა გულიაშვილის თქმით, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე სურამულამ სოფელ მოხისში დევნილთა დასახლება დატბორა, რის გამოც კოტეჯებიდან 17 ოჯახის გამოყვანა მოხდა. ქარელის მუნიციპალიტეტს დევნილებისთვის შესაბამისი ფართი გორის მერიამ შესთავაზა. ამ დროისთვის 30-მდე ადამიანი გორშია გადაყვანილი. გულიაშვილის თქმით, აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებმა სხვა დევნილებმა ნათესავებსა და ახლობლებს შეაფარეს თავი.
რაც შეეხება კასპისა და გორს მუნიციპალიტეტებს, აღნიშნულ ტერიტორიებზე ძირითადად ქარის ან გრიგალის შედეგად მიყენებული ზარალია დაფიქსირებული და ათობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი.
საგანგებო შტაბის შეხვედრის დასრულების შემდეგ, შტაბის წევრები მოხისის დევნილთა ჩასახლებიდან გამოყვანილ დევნილებს მოინახულებენ.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ,,კურიერის” ქუდი მარსელიეზათი დაიწყო
შემდეგი სტატიაბარაკ ობამასა და ფრანსუა ოლანდს შორის სატელეფონო საუბარი შედგა