სტიქიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტი დააზარალა

region
ავტ.: region ივნისი 7, 2019 17:35

სტიქიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტი დააზარალა, მერიის შესაბამის სამსახურებში რამდენიმე შეტყობინება შევიდა სახლების სახურავების დაზიანების და საცხოვრებელ ბინებში წყლის ჩასვლასთან დაკავშირებით. ასევე სეტყვის შედეგად დაზიანდა ავტომანქანები. უხვი ნალექის გამო, მცირე ხნით შეაფერხდა ტრანსპორტის გადაადგილება.

მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია.

„ბორჯომში საკმაოდ ძლიერი სეტყვა და წვიმა იყო, რომელიც 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა, ასევე, შემოვიდა შეტყობინებები სახურავების დაზიანების და ბინებში წყლის ჩასვლის თაობაზე. მობილიზება დროულად მოხდა და მუნიციპალური და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების მხრიდან სწრაფი და ეფექტური რეაგირების საფუძველზე, ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. კარგად გაატარა უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი ნიაღვრები სანიაღვრე სისტემამ. მხოლოდ რამდენიმე ადგილზე იყო ცოტა ხნით სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეფერხებული. ასევე, ბაკურიანის გზის ერთ მონაკვეთზე მოხდა ნიაღვრის წარმოქმნა და ამ წუთებში აღნიშნულ ლოკაციაზეც მუშაობს ტექნიკა“, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძემ.

region
ავტ.: region ივნისი 7, 2019 17:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,494
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics